მოსკოვი (რუს. Москва́, მოსკვა, IPA: [mɐ'skva]) — რუსეთის ფედერაციის დედაქალაქი, ფედერალური დანიშნულების ქალაქი, ცენტრალური ფედერალური ოკრუგის ადმინისტრაციული ცენტრი და მოსკოვის ოლქისცენტრი[6], რომლის შემადგენლობაშიც არ შედის. მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით არის რუსეთის უდიდესი ქალაქი (მოსახლეობა 2012 წლის 1 იანვრის
ათვის — 11 612 943[3] კაცი; ახალ საზღვრებში — 2012 წლის 1 სექტემბრისათვის 11 911 100 კაცი[7]), მთლიანად ევროპაში მდებარე ქალაქებიდან ყველაზე მჭიდროდ დასახლებული, შედის მსოფლიოში მოსახლეობის მხრივ უდიდესი ქალაქების პირველ ათეულში[8]. მოსკოვის საქალაქო აგლომერაციის ცენტრი[9].
მოსკოვის დიდი სამთავროს, რუსე
თის სამეფოს, რუსეთის იმპერიის, საბჭოთა რუსეთისა და სსრკ-ის ისტორიული დედაქალაქი. გმირი ქალაქი. მოსკოვში მდებარეობს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ხელისუფლების ფედერალური ორგანოები (საკონსტიტუციო სასამართლოს გარდა), ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, უცხოური სახელმწიფოების საელჩოები, დიდი რუსული კომერციული ორგანიზაციებისა და საზოგადოებრივი გაერთიანებების უმეტესობის შტაბ-ბინები. ჟურნალი Foreign Policy 2010 წელს მოსკოვს ასახელებს 25-ე ადგილზე[10] გლობალურ ქალაქებს შორის, რომელთაც შეაქვთ მნიშვნელოვანი წვლილი მსოფლიო ცივილიზაციის განვითარებაში[11].
მდებარეობს მდინარე მოსკოვზე აღმოსავლეთ ევროპის ვაკის ცენტრში, ოკისა და ვოლგის შუამდინარეთში. მოსკოვი, როგორც ფედერაციის სუბიექტი ესაზღვრება მოსკოვისა და კალუგის ოლქებს.
მოსკოვი — მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრი რუსეთში; მოსკოვის კრემლი, წითელი მოედანი, ნოვოდევიჩის მონასტერი და კოლომენსკოეს ამაღლების ეკლესია შედიან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში[12]. ის აგრეთვე წარმოადგენს მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძს. ქალაქს ემსახურება 5 აეროპორტი, 9 სარკინიგზო სადგური, 3 საზღვაო პორტი (გააჩნია სამდინარო კავშირები ატლანტისა და ჩრდილო-ყინულოვანი ოკეანეების აუზის ზღვებთან). 1935 წლიდან მოსკოვში ფუნქციონირებს მეტროპოლიტენი.
Комментариев нет:
Отправить комментарий